სტატიები

Published on: 21 August 2015

BMW 3-Series -ის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით წარმოდგენილია სპეცვერსია

BMW 340i Anniversary Edition გამოშვებული იქნა “ტროიკას” 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით. მისი დებიუტი შედგა იაპონიაში, ხოლო სახალხო ჩვენება სექტემბერში გაიმარტება. ლიმიტირებული მოდელი აღიჭურვა რადიატორის შავი ჩარჩოთი და19 დიუმიანი დისკებით M კოლექციიდან. სალონი მთლიანად მოპირკეთებულია ტყავით, არა მარტო სავარძლები, ასევე ტორპედოც. მუსიკაზე კი აქ პასუხს აგებს Harman-Kardon -ის აუდიო სისტემა.

e487a2c2dfbe75ed871f85191c

3,0 ლიტრი მოცულობის 6 ცილინდრიანი Twin PowerTurbo ძრავა გამოიმუშავებს 326 ცხენის ძალასა და 450 ნმ ბრუნვით მომენტს. მას მოქმედებაში მოჰყავს უკანა ბორბლები და მუშაობს 8 საფეხურიან ავტომატურ კოლოფთან შეთავსებით.

ახალი BMW 340i Anniversary Edition -ის ფასი შეადგენს ¥8,790,000 -ს (დაახლოებით $71,990). ხოლო რაოდენობა როგორც მიხვდით შეზღუდულია და შეადგენს სულ რაღაც 20 ეგზემპლარს. კოლექციონერებს მოუწევთ იჩქარონ.

43f293ad56ca33447d54d82bcc

თეგები: , , ,


Back to Top ↑