სტატიები

Published on: 29 January 2015

Gep’s ახალი ინოვაციური ბარი და Dino თბილისში!

თბილისში ახალი ბარი  Gep’s გაიხსნა, რომელიც საშუალებას გაძლევთ თვალი ადევნოთ თუ როგორ ტუნინგდება თქვენი მანქანა, ამავდროულად კი მადიანი საჭმელები დააგემოვნოთ. დეტალური ინფორმაციისთვის, Driver.ge Gep’s ის ერთ-ერთ დამფუძნებელს- სოფი ხოჯავას ესაუბრა.

BarGep's 1M: როგორ გაჩნდა ბარის იდეა და რითია ის გამორჩეული?

ბარის იდეა დაიბადა ჩვენს ავტო სერვისში . ჩვენ ვფლობთ ამიერკავკასიაში პირველ სრულყოფილ აუტო ტუნინგ კომპანიას . რომლის იდეოლოგია არის: მიიღო ავტომანქანაზე სასურველი აჩქარება და სიმძლავრე , მაქსიმალურად უსაფრთხოდ და ხარისხიანად. ჩვენ მუდამ ვანვითარებთ ჩვენს კომპანიას და ხალხს ვთავაზობთ სხვადასხვა ინოვაციებს. ერთგვარ ისტორიას ვქმნით აუტო მოტო სამყაროში მთელი ამიერკავკასიის მასშტაბით. სიყვარული სწრაფი მანქანებისადმი ძალიან დიდია ჩვენთვის და ჩვენს გარშემომყოფი ძალიან დიდი წრისათვის . ყოველი საღამოს, ჩვენი ავტოსერვისი ჩვენი თავშეყრის ადგილია მუდმივი თავგადასავლებით. აქედან გამომდინარე შევქმენით ადგილი, სადაც ყველას შეეძლება მიიღოს არასტანდარტული და სრულიად განსხვავებული მენიუ, ძალიან დიდი ზომის სტეიკებითა და უგემრიელესი ხორცპროდუქტებით. ამავე დროს, შეეძლება პარალელურად თვალყური ადევნოს ჩვენს ავტოფარეხს და თვალნათლივ იხილოს საკუთარი ავტომანქანის სიმძლავრე, გაზომილი დინამომეტრზე ანუ “დინოზე”.

რაც შეეხება ბარის ინტერიერს, ყველაფერი იქმნებოდა ქაოტურად. ლოფტი არის ის, რაც ჩვენს ბარშია. ელიავაზე ნაყიდი სანათებით, ჩვენი და ჩვენი მეგობრების დახმარებით დადუღებული და დამუშავებული ავეჯით და ულამაზესი დეკორით, მოხატული უნიკალური TAm Oonz ის მიერ . ასევე, უნიკალური დიზაინ დეტალი არის ნამდვილი სარბოლო მანქანა, რომელიც შუა ბარის ტერიტორიას იკავებს და არის ჩვენი ტუნინგ კომპანიის მიერ აწყობილი . რა თქმა უნდა მანქანები ჩანაცვლდება ხოლმე და ინტერიერიც მუდმივად შეიცვლის იერსახეს.

ბარში არ გვაქვს ინტერნეტი, იმიტომ რომ მივესალმებით ჯამრთელ კომუნიკაციას და არა ვირტუალურ სამყაროს. ასევე არანაირ 10 – 20 -30 % ს არ ვადებთ მომსახურებას, რადგან ადამიანი თვითონ გადაწყვეტს დავიმსახურეთ თუ არა გარკვეული Tip -ი ჩვენი მომსახურების სანაცვლოდ და არ მივუთითებთ, თუ რამდენი პროცენტი უნდა დავუწესოთ გადასახადი ამაში . ჩვენს ბარში წააწყდებით დართს, რომლი  გასროლაში შეგიძლიათ გაატაროთ დრო. ასევე, წააწყდებით ძალიან უცნაურ წარწერებს კედლებზე, სადაც ასახულია სხვადასხვა რეკორდი თუ ადგილი ავტოსამყაროდან და არამარტო.

ჩვენ არასოდეს არ გვისარგებლია არანაირი ბიზნეს მოდელებით და სიმართლე გითხრათ, მეც და ჩემს მეუღლეს ბიზნესში, მარკეტინგსა თუ სარესტონრო ბიზნესში არანაირი განათლება არ გვაქვს . მე არქიტექტორი გახლავართ და ჩემი პატარა ფირმა მაქვს. პარალელურად ვაპროექტებ და ინტერიერის დიზაინზე ვმუშაობ, ჩემი მეუღლე კი IT მენეჯერია ტოიოტა კავკასიაში . უბრალოდ ვაკეთებთ იმას, რასაც გულით ვგრძნობთ და მიგვაჩნია სწორი .

M: საიდან გაჩნდა სახელი BarGeps?

სახელი GEP’s -იც არის ჩვენი ტუნინგ კომპანიის აბრევიატურა, ანუ GELASHVILI PERFORMANCE -იდან გამომდინარე.

Gep'sM: როგორც ცნობილია აქვე გაქვთ დამონტაჟებული Dino, რომლითაც ნებისმიერი ავტომფლობელი შეძლებს საკუთარი ავტომობილის ცხენის ძალის გაზომვას. რამდენად დიდია ასეთ სერვისზე მოთხოვნა საქართველოში ?

მცირედი ინფორმაცია ჩვენი დინოს შესახებ, სტენდი არის Mustang Dyno-s 2014 წლის მოდელი, რომელიც შეძენილი იქნა ამერიკაში უშუალოდ მწარმოებლისგან. კონკრეტული დინო შერჩეული იქნა ჩვენს მიერ მისი სპეციფიურობის გამო, მას გააჩნია მუდმივი გადაბმულობა წინა და უკანა მხარეს მდგომ ბარაბნებს შორის, რის ხარჯზეც შესაძლებელია გზის იმიტაციის გაკეთება. სტენდს შეუძლია გაზომოს 2200 ცხენის ძალამდე და მოხმარების დროს მანქანა დატვირთოს ზუსტად იმ წონით, როგორც იტვირთება მანქანა რეალურად გზაზე, რაც იძლევა საშუალებას უზუსტესად გაიმართოს მანქანის კომპიუტერი. სტენდი დაკალიბრებული და შემოწმებულია მწარმოებლის მიერ ამერიკაში და ამის დამადასტურებელი სერთიფიკატიც გამოგვიგზავნეს. ჩვენი კომპანია 1 კვირის მანძილზე გადიოდა ონლაინ ტრეინინგს, რათა სწორად შეგვესწავლა პროგრამული უზრუნველყოფის და თავად სტენდის მოხმარება, რომ თქვენთვის მოგვეწოდებინა სრულყოფილი პროდუქტი..

M: ვინ არის ბარის სეგმენტი? მხოლოდ ავტომოყვარულები თუ?

ბარი ძალიან უნიკალურია და მოიცავს როგორც ავტო მოტო მოყვარულების წრეს ასევე ფეხბურთის და ძალიან მადიანი მჭამელებს ! სულ რამოდენიმე დღეა რაც ვმუშაობთ და ვიმედოვნებთ რომ შევქმნით ისეთივე ძლიერ ბრენდს როგორიცაა ჩვენი ტუნინგ ფირმა GELASHVILI PERFORMNACE – ი .

https://www.facebook.com/BarGeps?fref=ts

თეგები: , , ,


Back to Top ↑