სტატიები

Published on: 16 February 2015

ავტოსერვისი საქმიანი ადამიანებისთვის

ავტოსერვისი მათთვის, ვინც ვერ ახერხებს დროის უქონლობის გამო ავტომობილის ხელოსანთან მიყვანას, გარეცხვას და ა.შ. “გეობიზაუტო”-ში ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებიან.

D: რას სთავაზობს თქვენი კომპანია ავტომფლობელებს?

საქმიან და დაკავებულ ავტომფლოელებს ვთავაზობთ მოქნილ ავტოსერვისს. ჩვენს კლიენტებს შეუძლიათ ერთი ზარით გადმოგვაბარონ ავტომობილი სანამ ისინი დაკავებულები არიან. ამ დროში ჩვენ მანქანას გავუკეთებთ საჭირო სერვისს და პარალელრად ყველაფერს შევათანხმებთ მანქანის მეპატრონესთან. მაგალითისთვის, თუ თქვენ გსურთ სამუხრუჭე ხუნდების გამოცვლა, ჩვენ შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ეს ხუნდები კიდევ რამოდენიმე თვეს გეყოფათ, ამასთან ერთად, ის ხმა, მოხვევის დროს რომ ჰქონდა მანქანას, თურმე სამართავი მექნიზმის ბრალი კი არა, ამორტიზატორების ბრალი ყოფილა. ჩვენ ვუკავშირდებით მანქანის მეპატრონეს, ვაცნობთ მდგომარეობას და მისი გადაწყვეტილების შემდეგ ვაგრძელებთ მუშაობას. რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როდესაც მომხმარებელი ბოლომდე გვენდობა და გვეუბნება, რომ ისე მოვიქცეთ, როგორც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ.

ჩვენ სერვისში ასევე შედის:

  • ქიმწმენდა/რეცხვა
  • მანქანის ევაკუირება ბუქსირით

სერვისის შინაარსი ისაა, რომ ჩვენ შეგვიძლია დავუთმოთ დრო თქვენს მანქანას და ისე ვუპატრონოთ, როგორც ამას კარგი მეგობარი, ძმა ან მამა გააკეთებდა თქვენს მაგივრად.

D: როგორ გაჩნდა ასეთი ბიზნესის გაკეთების იდეა?chveni groupis Foto

ბიზნესის გაკეთების იდეა თავისით გაჩნდა. ჩემი ცხოვრების არც ისე მცირე ნაწილს ავტომობილის “ქვეშ” ვატარებ. პროფესიონალი Offroad-ერი ვარ და ამიტომ ძალიან ბევრი მეგობარი მთხოვს ხოლმე დახმარებას.

უკვე იმდენჯერ მყავს სხვების მანქანა წაყვანილი სერვისცენტრში, რომ ამ ბიზნესს მხოლოდ იურიდიული სტატუსიღა აკლდა. უბრალოდ თუ ადრე “კიბორგასთან” რეკავდნენ, ახლა “გეობიზავტო-ში” მოუწევთ დარეკვა.

 D: უფრო დეტალურად რომ ავღწეროთ როგორ ხდება პროცესი. მგ. რეკავს თქვენთან მერე?

ჩვენ მოვალთ იქ სადაც თქვენი მანქანა დგას, მოგისმენთ რა გჭირდებათ, გაგიზიარებთ ჩვენ რას ვფიქრობთ, გაგესაუბრებით რომელ ხელოსანთან გირჩევნიათ მანქანის მიყვანა. თუ თქვენ არ გაქვთ თქვენი აზრი, გირჩევთ ჩვენ.

ჩვენ არ გვყავს “ჩვენი” ხელოსნები, ჩვენ ვართ ავტომფლობელის მხარეს და ვართ სუფთად შუამავალი, არანაირი “ინტერესი” არ გაგვაჩნია სად წავიყვანოთ, გნებავთ დიდ, ბრენდირებულ კომპანიაში – კი ბატონო, გნებავთ იაფად და “ვინმესთან, ოღონდ სწრაფად” – კი ბატონო, გნებავთ “შოთასთან ვარკეთილში ლურჯი ბოქსი რო აქვს” – კი ბატონო.

შემდეგ ყველა ჩატარებული პროცედურა შეგვყავს საიტზე და ავტომფლობელს ვუქმნით საკუთარი მანქანის “სამედიცინო ბარათს” – რომლითაც მომავალში გააკონტროლებს რა არის საჩქაროდ გასაკეთებელი, რას რა ფასი ექნება დაახლოებით და ა.შ.

მანქანის “სამედიცინო ბარათის” შექმნის იდეა მუშაობის პროცესში გაგვიჩნდა და ამ სისტემის განვითარებას პარალელურ რეჟიმში ვგეგმავთ. ეს არის საიტი, რომელიც დეტალურად გეტყვით რა აწუხებს და რა შეურემონტდა თქვენს მანქანას.

D: რა ღირს თქვენი მომსახურება და როგორ იანგარიშება ფასი?

1 სერვისის ფასი არის 25 ლარი და ეს არასოდეს არ არის “უბრალოდ” წაყვანა ხელოსანთან და უკან წამოსვლა. ეს არის თავზე დადგომა 1-2-3 საათი, ხელოსანთან ჯაჯღანი და საუბარი პოლიტიკაზე იმისთვის რომ კეთილგანწყობილი იყოს და ნორმალურად გააკეთოს საქმე, ბოლო „ბოლტს“ კარგად დაუჭიროს, “პადკარობაჩნის ბრალი არ იქნება ეგ ძმაო”-ზე შეედავოს და “არ უნდა ეხლა ერთი ჟესტის გამოღუნვას 30 ლარი” უთხრას.

25 ლარში შედის გამოძახება და ერთი სერვისი. ყოველ დამატებით სერვისზე მომსახურებას ემატება 5 ლარი. ეს არის სტანდარტული მიდგომა, არასტანდარტულ შემთხვევებში მოლაპარაკების თემაა.

მანქანის რეცხვას და საბუქსირე ევაკუატორის გამოძახებას სხვა ფასები აქვს. რეცხვა 10 ლარი, ევაკუაციის ღირებულება დამოკიდებულია მანძილზე და გადასაყვანი მანქანის მოცულობაზე.

D: დაინტერესების შემთხვევაში, როგორ უნდა დაგიკავშირდეთ მომხარებელი?

  1. უნდა ეწვიოთ ჩვენ საიტს http://auto.on.ge ან,
  2. უნდა ეწვიოთ ჩვენ გვერდს ფეისბუქზე https://www.facebook.com/geobizauto ან,
  3. უნდა დაგვირეკოთ ნომერზე – 557 976 176 ან 571 744 980.

 

თეგები:


Back to Top ↑