სტატიები

Published on: 16 August 2018

ავტომობილი რომელიც დაფრინავს 499 000 ევროდ იყიდება

ესპანეთში ერთ-ერთმა ავტოდილერმა მფრინავ PAL-V Liberty-ზე შეკვეთების მიღება დაიწყო, რის ფასიც 499 000 ევროს შეადგენს. კლიენტებისთვის შეკვეთის მიწოდება 2019 წლის დასაწყისში დაიწყება. ასევე შესაძლოა უფრო ბიუჯეტური ვარიანტის გამოჩენაც რომლის ღირებულებაც 299 000 ევროს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ PAL-V Liberty-ის მსოფლიო დებიუტი ამ წელს ჟენევის ავტოსალონში შედგა. ხმელეთზე ავტომობილი მოძრაობაში მოჰყავს 100 ცხენის ძალის მქონე ძრავას, რომელიც 160 კმ/სთ სიჩქარის განვითარების საშუალებას იძლევა. ფრენისთვის კი 200 ცხენის ძალის მქონე ძრავა გამოიყენება.

ავტომობილ-თვითმფრინავს ტრანსფორმირებისთვის 5-10 წუთი სჭირდება, ხოლო ასაფრენად 180 მეტრი მანძილი. ავზის მოცულობა შეადგენს 100 ლიტრს, რაც  ხმელეთზე 1,3 ათას კილომეტრის დასაფარად ჰყოფნის. ხოლო ჰაერში 400-500 კმ-ის.


Back to Top ↑