ვიდეო

Published on: 15 October 2019

Audi-მ “მომავლის” პრექტზე უარი თქვა

ავტომწარმოებელმა “მფრინავი ავტომობილის” შემუშავებაზე უარი თქვა და ამ მიმართულებით კომპანია Airbus-თან თანამშრომლობა გაწყვიტა. ერთი წლის წინ Audi-მ, Airbus-მა და Italdesign-მა საფრენი აპარატეის სახელწოდებით Pop.Up Next-ის (1:4 მაშტაბში) ცდები აჩვენეს. კომპლექსი მოიაზრებდა დრონსა და მგზავრთა კაფსულას, რომელსაც სპეციალური პლატფორმის დახმარებით ხმელეთზე გადაადგილება შეეძლო. ფრენის რეჟიმში ტაქსი საფრენი აპარატის დახმარებით გადადიოდა. კაფსულისა და დრონის გადაადგილება სრულიად ავტონომურ რეჟიმში ხდებოდა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ჯერ კიდევ დიდი დროა იმ პერიოდამდე, როდესაც ტრადისიულ სატრანსპორტო საშუალებებს მფრინავი ტაქსი სერიული წარმოებით ჩაანაცვლებს. აქედან გამომდინარე კომპანიამ აღნიშნული პროექტია არა ეკონომიურად და მცირე პერსპექტიულად ჩათვალა.

 

თეგები: , ,


Back to Top ↑