სტატიები

Published on: 10 January 2018

ამერიკელები ლეგენდალურ Ford Mustang -ს გააცოცხლებენ

ლოს-ანჯელესში არსებული  Fusion Motor Company  ლეგენდალური  Ford Mustang Eleanor Fastbacks-ის წარმოებას იწყებს, რომელიც პოპულარული ფილმ “გატაცება 60 წამში” -ის დამსახურებით გახდა.

სახელ “Eleanor” -ზე საავტორო უფლებების მოპოვება Fusion Motor Company -სა და ამერიკელი რეჟისორის ჰენრი ჰალიცკის ქვრივის დენიზ ჰალიცკის თანამშრომლობის შედეგად მოხდა. 1974 წელს გაქირავებაში გამოვიდა ორიგინალი ფილმი “გატაცება 60 წამში”, რომელიც ჰენრი ჰალიცკმა არამარტო გადაიღო და იპროდიუსერა, მან ასევე მთავარი როლიც ითამაშა.

ამერიკელები  ავტომობილის აწყობას “ნულიდან” არ გეგმავენ, ისინი გამოიყენებენ 1967-1968 წლების Ford Mustang Fastback -ებს, რომლებიც შტატებში არც თუ ისე ცოტაა. Ford Mustang Fastback -ის “კონვერტაცია” Ford Mustang Eleanor -ში მოიცავს ძარული პანელების ცვლილებას, პარალელურად ავტომობილები გაივლიან აღდგენით პროცესებს, თუ მათი ტექნიკური მახასიათებლები არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდება. ყველაფერთან ერთად ახალი “მასლ-ქარები” მიიღებენ ახალ სამუხრუჭე სისტემებს, შუქდიოდურ ფარებს, ახალ სავარძლებს, საჭეს, კონდიციონერსა და აუდიო სისტემას.

Ford Mustang Eleanor -ის საბაზისო ვერსია აღიჭურვება 430 ცხ.ძ. -ის მქონე 5 ლიტრიანი ატმოსფერული ძრავით, რომელიც გაუმჯობესებულია ფირმა Roush Yates -ის მიერ. ასევე ხელმისაწვდომი იქნება 600 ცხ.ძ. -ის მქონე კომპრესორული მოდიფიკაცია და შვიდი ლიტრა მოცულობი რვა ცილინდრიანი ძრავები  480,560 და 750 ცხ.ძ. -ის მქონე ვერსიებით. რაც შეეხება გადაცემათა კოლოფებს ხელმისაწვდომი იქნება  ხუთი და ექვს საფეხურიანი “მექანიკა”, ასევე ექვსაფეხურიანი “ავტომატიკა”.

იმის გათვალისწინებით, რომ Fusion Motor Company გახლავთ პატარა კომპანია არც თუ ისე დიდი შესაძლებლობებით, ერთი ასეთი ავტომობილის აწყობას დაახლოებით ნახევარი წელი დასჭირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ავტომობილი შეფასდება როგორც საკოლექციო იშვიათობა, აქედან გამომდინარე საბაზისო მოდიფიკაციის ფასი არ უნდა გაგვიკვირდეს, რომელიც შეადგენს 189 000 დოლარს. ასევე აღსანიშნავია, რომ დენიზ ჰალიცკიმ 2007 წელს “Eleanor” -ზე უფლებები Classic Recreations -ს ორი წლით გადასცა, რომელმაც რამოდენიმე Ford Mustang Eleanor -ი გამოუშვა.


Back to Top ↑