სტატიები

Published on: 25 December 2015

ახალი BMW X3 -ის პირველი დეტალები ცნობილია

2017 წელს კომპანია BMW ბაზარზე კროსოვერ X3 -ის ახალი თაობის გამოშვებას აპირებს, რომელიც მიიღებს ჰიბრიდულ მოდიფიკაციას და 435 ცხენის ძალის მქონე “დამუხტულ” ვერსიას.

ინსაიდერების ინფორმაციით, ახალი BMW X3 გერმანული მარკის პირველი კროსოვერი იქნება, რომელიც აწყობილი იქნება ახალ მოდულურ არქიტექტურაზე. ასეთი გადაწყვეტილება სალონში სივრცის გაზრდის, ახალი კონსტრუქციის სავარძლების დაყენებისა და მგზავრების კომფორტის გაზრდის საშუალებას იძლევა.

კიდევ ერთი სიახლე იქნება ახალი ჰიბრიდული ვერსიის გამოჩენა, რომლის სიმძლავრეც 252 ცხენის ძალა იქნება. ასეთი BMW X3 მხოლოდ ელექტროენერგიაზე შეძლებს 40 კმ -ის დაფარვას, ხოლო ჩვეულებრივ რეჟიმში 100 კმ  -ზე მხოლოდ 2,1 ლიტრ საწვავს მოიხმარს. ამასთანავე ლითიუმ-იონური ბატარეების დამუხტვა შესაძლებელი იქნება როგორც კაბელის საშუალებით, ასევე უსადენო რეჟიმში.

სამ ცილინდრიან ძრავებს ახალი BMW X3 არ მიიღებს. მათ მაგივრად აღიჭურვება 2,0 ლიტრი მოცულობის ოთხცილინდრიანი და 3,0 ლიტრი მოცულობის ექვსცილინდრიანი ძრავებით. ყველა აგრეგატის სიმძლავრე გაიზრდება მინიმუმ 15 ცხენის ძალებით. ამის გარდა მყიდველისთვის ხელმისაწვდომი იქნება BMW X3 xDrive M40i ვერსიაც, რომელიც აღჭურვილი იქნება 3,0 ლიტრი მოცულობის ექვს ცილინდრიანი ბი-ტურბო ძრავით, რომლის სიმძლავრეც შეადგენს 360 ცხენის ძალას. ამასთან ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ BMW X3 M -ის გამოჩენა იქნება,  რომელიც აღიჭურვება 435 ცხენის ძალის მქონე ძრავით. მსგავსი ძრავა პირველად დაყენდა BMW M3 -სა დაM4 -ზე. დამუხტული კროსოვერის გამოსვლა დაგეგმილია 2018 წელს.

e761fca8ea9e7e5fc33a25c4218d3329_orig

 

თეგები: , , ,


Back to Top ↑