სტატიები

Published on: 16 December 2015

ახალი BMW 5-Series -ის პირველი დეტალები ცნობილია

2016 წელს კომპანია BMW 5 Series -ის ახალი თაობის სედანს წარმოგვიდგენს, რომელიც წინამორბედთან შედარებით იქნება გაცილებით მსუბუქი, ეკონომიური და ტექნოლოგიურად უფრო განვითარებული.

გერმანელი ჟურნალისტების მონაცემებით ახალი ავტომობილი წონაში დაახლოებით 70-100 კგ -ით დაიკლებს. ამ რეზულტატის მიღწევა კონსტრუქციაში კარბონის გამოყენების საშუალებით შეძლეს. 3,0 ლიტრი მოცულობის დიზელისა და ბენზინის ძრავების საშუალებით ავტომობილი წინამორბედთა შედარებით უფრო ეკონომიური იქნება. ეს ძრავა გამოიმუშავებს 420 ცხენის ძალას. ასევე ცნობილია, რომ ხელმისაწვდომი იქნება ვერსია ელექტრონული ძრავით.

ბავარიელები ასევე ფიქრობენ იმასაც, რომ ახალი BMW 5-Series -ი ავტოპილოტის ფუნქციით აღჭურვონ. მართალია ასეთი ავტომობილები ხელმისაწვდომი იქნება არანაკლებ 2020 წლისა, მანამდე კი მყიდველებს შესთავაზებენ “ლაით-ვერსიას”: ავტობანზე 130 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილებისას ავტომობილს შეეძლება დამოუკიდებლად შეჩერება, სიჩქარის მომატება და საჭის კონტროლი.

750f738aa3cd2e5cb31c7b089f339d4d_orig

თეგები: ,


Back to Top ↑