Published on: 16 November 2015
Kia -ს ახალი ჰიბრიდული კროსოვერი
Kia -მ ახალი ჰიბრიდული კროსოვერის Niro -სკეჩი აჩვენა, რომელიც გახდება ამავე სახელწოდების 2013 წლის კონცეპტის სამოდელო გაგრძელება. სავარაუდოდ ავტომობილი ცოცხლად გაზაფხულზე ჟენევის ავტოსალონში წარმოდგება, თუმცა რამოდენიმე დეტალი უკვე ახლა არის ცნობილი.
ახალი მოდელის კონკურენტი გახდება ყველასთვის კარგად ცნობილი Nissan juke. არ შეიძლება არ ავღნიშნოთ განსხვავება საბაზრო ვერსიასა და ავტომობილის კონცეპტს შორის – საბაზრო კრსოვერი, სკეჩებით თუ ვიმსჯელებთ, ნაკლებად თამამი გამოვიდა.
რაც არ უნდ იყოს Niro -ს ტექნიკური მხარე ძალზედ საინტერესოა – ჰიბრიდული სისტემის შემადგენლობაში შევა 1,6 ლიტრი მოცულობის ატმოსფერული ძრავა რომლის სიმძლავრეც შეადგენს 105 ცხ.ძ. -სა და 147 ნმ -ს. ასევე 45 ცხ.ძ. -ის მქონე ელექტრო ძრავა, 1,56 კილოვატი-საათში მოცულობის ბატარეების კომპლექსითა და 6 საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით.
გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები – როგორ მოგწონთ ასეთი Kia?