ვიდეო

Published on: 09 July 2015

ახალი თაობის Mercede-Benz E-Class -ის პარკირება სმარტფონით იქნება შესაძლებელი

კომპანია Mercedes-Benz -მა გამოაქვეყნა ვიდეო რგოლი, რომელშიც ასახულია პარკირების სისტემის – Remote Parking Pilot -ის მუშაობის პრინციპი. ამ ტექნოლოგიით აღიჭურვება 2016 სამოდელო წლის E-Class -ის ოჯახი.

სმარტფონში არსებული აპლიკაციის საშუალებით მძღოლს შეეძლება ავტომობილის პარკირება სასურველ ადგილას. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ახალი სისტემის გამოყენება აუცილებელი იქნება არასაკმარისი სივრცის არსებობის შემთხვევაში.

ასევე გაჯეტის საშუალებით შესაძლებელი იქნება ძრავის დაქოქვა. კარებების ჩაკეტვა/გაღება და ა.შ. სმარტფონი ავტომობილს უკავშირდება Bluetooth პროტოკოლის საშუალებით, აქედან გამომდინარე სასურველია, რომ მათ შორის მანძილი 3 მეტრს არ აღემატებოდეს.

შეგახსენებთ, რომ Mercedes-Benz E-Class -ი არის ბიზნეს კლასის ავტომობილი. ტრადიციულად E-Class -ი იწარმოებოდა როგორც სედანი, ხოლო 1969 წლიდან გამაში გამოჩნდა კუპე. შემდეგ 1978 წელს შეემატა უნივერსალი. 1992 წელს კი “ე-კლასის” ოჯახი კაბრიოლეტით შეივსო.


Back to Top ↑