სტატიები

Published on: 28 April 2015

როგორ გავარკვიოთ ავტომობილი ჩაძირულია თუ არა?

2011 წლის 11 მარტს იაპონიაში ქვეყნის ისტორიის მანძილზე ყველაზე მძლავრი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც შემდგომ ცუანმი გამოიწვია, ბოლოხსენებულმა კი კატასტროფული შედეგები მოიტანა, იმსხვერპლა ბევრი შენობა და ავტომობილი. 2013 – 2014 წლებში ძლიერი წყალდიდობები იყო ევროპაშიც, ყველამ ნახა სატელევიზიო რეპორტაჟები სადაც წყლის ნაკადი რაც წინ შეხვდებოდა ყველაფერს ანადგურებდა. ჩნდება კითხვა : სად მიდიან წყალდიდობაში მოყოლილი ავტომობილები? ისინი იყიდება ზუსტად ისე, როგორც ძველი და ნახმარი ავტომობილები. ის ვინც შეიძენს ასეთ ავტომობილს, მზად უნდა იყოს სხვადასხვა სურპიზებისთვის.

რა იმალება არომატის მიღმა?

მას შემდეგ, რაც ავტომობილი “იბანავებს”, ყველაზე იაფფასიან ზიანს მიიღებს სალონი. მისი გასუფთავება და გამშრალება რათქმაუნდა დამოუკიდებლად შეიძლება ან შესაძლოა ამ საკითხის სპეციალურ სამრეცხაოში მოგვარება, თუმცა სუნის მოშორება ძალიან ძნელია. ჩაძირული ავტომობილის მფლობელები ამ პრობლემის მოგვარებას სხვადასხვა ქიმიური საშუალებებითა და არომატიზატორებით ცდილობენ. ასე, რომ თუ თქვენ ავტომობილში საგრძნობლად ძლიერი ხელოვნური სუნი იყნოსეთ – ამანაც შეიძლება გაგიჩინოთ ეჭვები ავტომობილის ჩაძირულობის შესახებ, უმჯობესია მოძებნოთ სხვა ვარიანტები.

მაშინ, როდესაც ავტომობილის მეპატრონეები  თავიანთი ძალებით ცდილობენ ჩაძირული ავტომობილის სალონიდან ჭუჭყის მოშორებას, ასეთ შემთხვევებში რჩება ლაქები. ისინი ჩანს ზედაპირული დაკვირვების დროსაც. მათთვის ვისაც სურს ტყავის სალონის მქონე ავტომობილი შეიძინოს უნდა ახსოვდეს, რომ წყალში დიდი ხნით ყოფნისას ტყავი უხეში ხდება. ზოგიერთ შემთხვევაში, ის ვინც ცდილობს ასეთი ავტომობილის გაყიდვას მოიფიქრებს მიზეზს, რომ ავტომობილი იყო სამრეცხაოში და ეს ამის ბრალია.

კოროზია

ავტომობილი თუ მოგეწონათ უნდა შეამოწმოთ აქვს თუ არა დაჟანგებული 1426425068_111ადგილები. თუკი წყალი მოხვდა მეტალის დაუცველ ადგილას, მაშინ აუცილებლად გაჩნდება ჟანგი. ავტომობილის არჩევისას, რეკომენდირებულია შემოწმდეს ისეთი ადგილები, სადაც ჩვეულებრივი ეკსპლუატაციის დროს არ შეიძლება მომხდარიყო წყალთან კონტაქტი.

აგრეთვე ღირს საფერფლის შემოწმებაც კი, თუ მასზე კოროზიის კვალი აღმოაჩინეთ, აქ უკვე შეიძლება ავტომობილის ჩაძირულობაზე დაფიქრება.

ელექტრონიკა

ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ავტომობილის შემოწმების, ეს არის ელექტროობის სრული დიაგნოსტიკა.  იმ შემთხვევაში თუ ზემოთ ხსენებული ავტომობილის ჩაძირულობის ნიშნები აღმოაჩინეთ და ამავდროულად ძალიან მოგეწონათ ავტომობილი, როგორც წესი ესეთი ავტომობილი სასურველია მისი ფასის გამო, რადგან მის გვერდით მდგომ მსგავს ავტომობილთან შედარებით შესაძლოა 15-20% -ით იაფი ღირდეს. გვიჩნდება კითხვა რატომ? აქედან გამომდინარე მის ჩაძირულობაზე შესაძლოა მისი ფასიც მიგვითითებდეს. მისი შეძენა შესაძლოა დღეისთვის იყოს მომგებიანი, მაგრამ ხვალე  გვერდით მდგომ შედარებით ძვირ ავტომობილის ღირებულებაზე ბევრად მეტის დახარჯვა მოგიწიოთ.

ერთ-ერთი მეთოდი იმის გასაგებად, რომ ავტომობილი არ არის “ჩაძირული  ტიტანიკი” 🙂 – ეს არის მისი ელექტროობის შრომისუნარიანობის შემოწმება. ყველა ნათურა უნდა ინთებოდეს, სენსორები მუშაობდეს. თუ გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაში ავტომობილის მფლობელი დამცველის გადაწვას აბრალებს და მის შეცვლაზე უარს აცხადებს, ესეიგი აქ რაღაც სუფთად არაა.

დრო, ფული და ცოდნა .

იმის გასარკვევად, რომ ავტომობილი ჩაძირულია თუ არა საჭიროა დრო, ფული და რა თქმა უნდა გარკვეული ცოდნა. თუმცა უნდა ითქვას რომ ყველა ასეთი შემთხვევის შემოწმება არ ითხოვს პროფესიონალურ ცოდნას, მაგრამ ამავდროულად ავტომობილის ჩაძირულობის სტატუსის შესახებ 100% იან გარანტიასაც არ იძლევა. კიდევ ერთი მეთოდი რაც დაგეხმარებათ ამ საკითხის გარკვევაში ეს არის ავტომობილის მფლობელის საცხოვრებელი ადგილის ცოდნა. რის შემდეგაც შეგიძლიათ ინტერნეტის დახმარებით გაარკვიოთ ბოლო ხანებში თუ იყო იმ ადგილას წყალდიდობა. საბოლოო არჩევანი თქვენზეა – ღირს გარისკვა და ავტომობილის იაფად ყიდვა, რომელიც შესაძლოა ჩაძირული იყოს? თუ მსგავსი ავტომობილის შედარებით ძვირად ყიდვა, იმაში დარწმუნებული, რომ ის ნამდვილად არ არის ჩაძირული?

თეგები: ,


Back to Top ↑