ვიდეო

Published on: 17 October 2019

“99 მოსახვევის გზაზე” VW-ის ელექტრონულმა ავტომობილმა რეკორდი დაამყარა (ვიდეო)

კომპანია Volkswagen-მა გააზიარა ვიდეო რგოლში, რომელშიც ელექტრონული სპორტპროტოტიპის ID.R-ის რეკორდული გასვლა არის დემონსტრირებული. ჩინეთის მთა ტიანმენზე ამავალ გზას, რომელზეც რეკორდი დამყარდა “99 მოსახვევის გზას” უწოდებენ.

ელექტრონულმა ავტომობილმა, რომელსაც ფრანგი მრბოლელი რომენ დიუმა მართავდა, ტრასა 7 წუთსა და 38,585 წამში დაფარა. წინა რეკორდი 9 წუთსა და 51 წამს შეადგენდა, რომელიც Range Rover Sport SVR-ს ეკუთვნოდა.

აღნიშნული რეკორდი ID.R-ისთვის პირველი არ არის. ავტომობილს კიდევ რამოდენიმე რეკორდი ეკუთვნის:


თეგები: , , , ,


Back to Top ↑