Startaperi

სტატიები

Published on: 09 July 2018

24 ძრავა საერთო სიმძლავრით 5 221 ცხ.ძ. – ახალი რეკორდი მსუბუქ ავტომობილებს შორის

ბულგარული კომპანია Alieno მუშაობს ელექტრონულ ჰიპერქარ Arcanum-ზე, რომელიც ყველას გააოცებს თავისი ექსტრემალური მახასიათებლებით. ავტომობილს ყოველ ბორბალზე ექვსი ელექტრონული ძრავა აქვს, ამასთან ყველა მათგანს თავისი მართვის სისტემა. Arcanum-ს შეუძლია დაამუხრუჭოს როგორც ჩვეულებრივი სამუხრუჭე მექანიზმებით ასევე აქტიური აეროდინამიული ელემენტებითაც.

შემქმნელები ჯერ არ განმარტავენ, თუ როგორ ხდება ამ რთული ქმნილების მართვა. ისინი მხოლოდ “არამიწიური წარმოშობის” ხელოვნურ ინტელექტზე მიგვითითებენ. გასაგებია, რომ ეს სარეკლამო სვლაა, მაგრამ თუ ისინი თავიან ჰიპერქარს სერიულ წარმოებამდე მიიყვანენ, მაშინ ეს იქნება ყველაზე რთული ელექტრომობილი მსოფლიოში.

მყიდველისთვის შეთავაზებული იქნება Alieno Arcanum-ის ოთხი მოდიფიკაცია. პირველი აღიჭურვება 2 610 ცხ.ძ. საერთო სიმძლავრის ძრავებით, მეორე 3 482 ცხ.ძ.-ით, მესამე ვარიანტი გამოიმუშავებს 4 351 ცხ.ძ.-ს, ხოლო ტოპ-მოდიფიკაცია კი 5 221 ცხ.ძ.-ს. ამასთან ყველა მოდიფიკაციას ექნება სამი ვერსია: ქუჩის (STR), სატრეკო (TRC) და სარბოლო (RCE). ბულგარელები ასევე ირწმუნებიან, რომ შეუძლიათ შეიმუშაონ ავტომობილი  ლე-მანის 24 საათიანი მარათონისთვის და ელოდებიან თუ როდის დართავენ რბოლაში მონაწილეობის ნებას LMP1 კატეგორიის ელექტრონულ სპორტულ პროტოტიპებს.

Alieno Arcanum-ი მიიღებს 60 კვტ.სთ  მოცულობის ბატარეას, ხოლო უფრო ძვირადღირებული ვერსიები 180 კვტ.სთ-იანს. კომპანიაში უკვე მზად არიან მიიღონ შეკვეთები თავიანთ “არამიწიერ” ჰიპერქარზე, რომლის საბაზისო მოდიფიკაცია 750 000 ევროდ შეაფასეს.

თეგები: ,


Back to Top ↑