სტატიები

Published on: 19 March 2015

2016 წლის Kia Optima-ს დებიუტისთვის ამზადებენ

 

მეოთხე თაობის Kia Optima-ს  მსოფლიო პრემიერა შედგება ძალიან მალე, კერძოდ კი პირველ აპრილს ნიუ-იორკის ღია ავტოსალონში. ამ სედანისადმი ინტერესის გასაძლიერებლად, კორეელებმა გამოუშვეს რამოდენიმე სკეტჩი, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს მიმოვიხილოთ ავტომობილის ყველა დეტალი. რათქმაუნდა ჩვენ ასევე გვაქვს ახალი Optima-ს პირველი ტექნიკური მახასიათებლები. მაშ ასე, შევუდგეთ მათ შესწავლას.

სერიულ 2016 optima -ში შეიმჩნევა მსუბუქი მსგავსება კონცეპტ Sportspace -სთან. სერიული წარმოების Optima-ზე არ გადავა საბურავის დიზაინი და არც დაბალი სახურავი, რომელიც მის კონცეფციას აძლევს უნიკალურ სილუეტს. მაგრამ მიუხედავად ამისა ახალი Volkswagen Pasat-ისა და Skoda Superb-ის გვერდზე ეს ავტომობილი მაინც არ დაიჩრდილება. სხვათა შორის, სედანის კვალდაკვალ შესაძლებელია გამოჩნდეს უნივერსალი, რომელიც უფრო მეტად დაემსგავსება  Sportspace-ს, მაგრამ მისი ლოდინი მოგვიწევს ერთი ან ორი წელი.

ავტომობილი ევროპული ბაზრისთვის განკუთვნილი იქნება 1,7 ლიტრი დიზელის ძრავით, ხოლო ამერიკულ მოდელებში კოპირებული იქნება ” სენატების” ძრავების ხაზი, 1,6 და 2,0 ლიტრიანი ბენზინის ტურბოაგრეგატები, ასევე 2,4 ლიტრიანი ატმოსფერული ძრავით. ორივე ბაზარზე ხელმისაწვდომი იქნება დიზელ-ელექტრონული T-Hybrid -ი, რომლის მახასიათებლებიც ასევე გაუმჯობესებული იქნება.


d40122d7a84883e9f36be3fe20

თეგები: ,


Back to Top ↑