Startaperi

სტატიები

Published on: 04 May 2018

100 კილომეტრი 2.5 ლიტრი საწვავით! ახალი Porsche Panamera!

პორშესგან Panamera 4 E-Hybrid-ის გამოშვება არავის გაკვირვებია.თანამედროვე მსოფლიოში ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდეება. „პორშეს“ ახალი მოდელი, დიზაინით საკმაოდ განსხვავდება მისი წინამორბედისგან. განსხვავება განსაკუთრებით შესამჩნევია ავტომობილის უკანა მხარეს და ავტომობილის ინტერიერში.

Panamera 4 E-Hybrid-ს აქვს V6 ტიპის , 2.9 ლიტრის მოცულობის ძრავი, რომელიც 456 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. რა თქმა უნდა, პორშე არ კარგავს თავის ერტ-ერთ მნიშვნელოვან მახასიათებელს – სისწრაფეს. ამ მოდელს 100კმ/სთ-ს გავითარება 4.6 წამში შეუძლია. შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის საუკეთესო დრო, მაგრამ ეს ავტომობილი არ არის კლასიკური „სპორტქარი“, ასევე გასათვალისწინებელია ძრავის ტიპი და მოცულობა, რომლის გათვალისწინებითაც შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ საკმაოდ კარგ დროს აფიქსირებს.

Panamera 4 E-Hybrid-ის ძალიან დიდი უპირატესობა ძველ მოდელებთან შედარებით, არის საწვავის მოხმარება. პორშეს ამ მოდელს აქვს ე.წ PDK გადაცემათა კოლოფი და ჰიბრიდული ძრავი, რაც საშუალებას აძლევს დაზოგოს საწვავი. ეს მოდელი 100 კილომეტრზე 2.5 ლიტრ საწვავს მოიხმარს!  (113  MPG US)

იხილეთ ფოტოები :

 


Back to Top ↑