სტატიები

Published on: 06 April 2014

ყუთში Porsche Macan-ი აღმოჩნდა!

უზარმაზარი ყუთი, რომელიც 16 დღის განმავლობაში თბილისი მოლში იყო   განთავსებული, გაიხსნა და მასში ყველასთვის მოულოდნელად Porsche Macan  – Porsche-ს ახალი ავტომობილი აღმოჩნდა. ახალი მოდელის პრეზენტაცია და სპეციალური შოუ-პროგრამა ყველა დაინტერესებული მაყურებლის წინაშე თბილისი მოლის ცენტრალურ ატრიუმში გაიამართა.

მაკანი

მანქანის სახელი – Macan ინდონეზიური წარმოშობისაა და “ვეფხვს” ნიშნავს. სწორედ ამიტომ, „პორშე ცენტრი თბილისის“ მარკეტინგული კამპანია „ინდონეზიური  ვეფხვის“ საქართველოში ჩამოყვანის თემაზე აიგო და მომხმარებლისთვის ყუთის გახსნის დღემდე საიდუმლოდ რჩებოდა. კომპანიის მიერ ანონიმურად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყუთი გერმანიიდან თბილისში, სპეციალური ამანათის სახით ჩამოვიდა და მასში ინდონეზიური წარმოშობის ვეფხვი ბინადრობდა. 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ყუთთან მიახლოების დროს გაღიზიანებული ვეფხვის ღრიალი ისმოდა, სოციალურ ქსელებში კი, კამპანიის ორგანიზატორების მიერ, სხვადასხვა ანონიმური ვიდეო მასალაც გავრცელდა, სადაც კარგად ჩანს ყუთთან ხორცის ნაჭრით მიახლოებისა და თბილისი მოლში მოსიარულე ნამდვილი ვეფხვის რეალური კადრები.

აღსანიშნავია, რომ მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში გადაღებული ერთ-ერთი ვიდეომასალის მთავარი გმირის, თბილისის ზოოპარკიდან მიწვეული ვეფხვის ბოკვერის მზრუნველობა და პატრონაჟი  „პორშე ცენტრ თბილისმა“ საკუთარ თავზე აიღო, მადლობის ნიშნად კი თბილისის ზოოპარკმა ბოკვერს სახელად Macan-ი დაარქვა.

სრული კამპანიის სანახავად მიჰყევით ბმულს: —–>  http://www.marketer.ge/wild-animal/

თეგები: ,


Back to Top ↑