სტატიები

Published on: 14 September 2014

2023 წლამდე მსოფლიოში 55 მილიონი ელექტრო მოტოციკლი და სკუტერი გაიყიდება

ელექტრო მოტოციკლი

2014 წლიდან 2023 წლამდე გაიყიდება 55 მილიონი ორთვალა ელექტრო ტრანსპორტი. ასეთ პროგნოზს აკეთებს კვლევითი ორგანიზაცია Navigant Research. ამავე ორგანიზაციის განცხადებით დღევანდელი მონაცემებით მსოფლიოში წლიურად 1.2 მილიონი  ელექტრო მოტოციკლი და 4,1 მილიონი ელექტრო სკუტერი იყიდება. ელექტრო სკუტერებისა და მოტოციკლეტების გაყიდვაში ლიდერობდა, ლიდერობს და მომავალშიც ლიდერად დარჩება ჩინეთი. რომლის წილიც ზემოთ ხსენებული პროდუქტის მსოფლიო გაყიდვებიდან 98% _ს შეადგენს.

ანალიტიკოსების განცხადებით ამ ბაზარზე მომავალში საგრძნობლად წამოიწევს აშშ და ევროპა, თუმცა ჩინეთს ძლიერ კონკურენციას მაინც ვერ გაუწევენ. “მომხმარებლები ცდილობენ თავი დააღწიონ ჩვეულებრივი ძრავის საწვავის ფასებს, ამასთან ერთად ქალაქები თანდათან უფრო მოხერხებული ხდება ელექტრო ტრანსპორტით სარგებლობისათვის. ეს ფაქტორები შეიტანენ დიდ წვრილს ელექტრო მოტოციკლებისა და სკუტერების მოთხოვნილებაში” – განაცხადა კვლევითი ორგანიზაციის Navigant Research_ის დირექტორმა ჯონ გარტნერმა.

თეგები: , ,


Back to Top ↑