Startaperi

სტატიები

Published on: 18 September 2014

თუ ძრავის ზეთი გამუქდა

67901231     თუკი ახალჩასხმული ზეთი ოდნავ გამუქდა არარის საჭირო ახლის ყიდვა და ძრავის ხელოსანთან შემოწმება. მას ყველაფერი რიგზე აქვს. მოდი თავიდან გავერკვიოთ, რადგან გამუქებულსა და გაშავებულ ძრავის ზეთს შორის დიდი განსხვავებაა.

თუკი ძრავის ზეთი არ გაშავდა და მხოლოდ ოდნავ გამუქდა – ეს ძრავის სწორად მუშაობის მაჩვენებელია. ზეთი ძრავაში მოძრაობს წრეზე. თავდაპირველად ზეთის ტუმბო ტუმბავს ზეთს კარტერიდან ძრავის არხებში. იქ ზეთი წმინდავს ძრავის ნაწილებს და ბრუნდება ისევ კარტერში, საიდანაცი უკვე ახალი ოდნავ შეცვლილი პორცია იტუმბება ძრავაში და მეორდება პროცედურა. თავისთავად ამ ყველაფრის შემდეგ ზეთი ფერს შეიცვლის და გამუქდება. მითუმეტეს, რომ მასზე მოქმედებს ძრავის ტემპერატურა.

თუკი ზეთი ინარჩუნებს თავის ფერს ხანგრძლივი მოხმარების შემდეგაც კი აქ უკვე მის ხარისხზე დაფიქრება ღირს. ნათელია, რომ ზეთი არ შეიცავს იმ დანამატებს რაც ძრავის გასუფთავებისთვის არის საჭირო. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ახალი ზეთის შეძენა.

იმ შემთხვევაში თუ ზეთი შავდება სავარაუდოდ იგი იწვის ძრავაში. ნარევი ბოლომდე არ იწვის ძრავაში და მისი ნარჩენები ხვდება ზეთში, რაც ცვლის ზეთის შემადგენლობას და მიმდინარეობს წვა. ასეთ შემთხვევაში სასურველია შეიცვალოს ზეთი რადგან მას აღარ შეუძლია თავისი ფუნქციის შესრულება, აგრეთვე ძრავის დიაგნოსტიკაც. ეს დაგეხმარებათ მომავალში უფრო სერიოზული პრობლემების თავის არიდებაში.

თეგები: , ,


Back to Top ↑