Startaperi

სტატიები

Published on: 08 March 2017

МарTechrules Ren – 1305 ცხ.ძ. -ის მქონე სუპერჰიბრიდი ჩინეთიდან.

ჟენევის ავტოსალონში ჩინეთიდან სუპერქარი Techrules Ren -ი ჩავიდა, რომელიც აღჭურვილია დიზელისა და ელექტრონული ძრავებით. ხელმისაწვდომი იქნება 14, 25 და 32 კვტ/სთ ტევადობის ბატარეებით, ასევე 2, 4 და 6 ელექტრო ძრავის მქონე ვერსიებით. ბოლო შემთხვევაში უკანა ბორბლები ორ-ორ ელექტრონულ ძრავებს მიიღებენ, ხოლო წინები თითოს.

სუპერქარის ყველაზე მძლავრი ვარიანტი გამიმუშავებს 1 305 ცხ.ძ. -სა და 2 340 ნმ. ბრუნვით მომენტს. ასეთი კონფიგურაციით ავტომობილი 0-100 კმ/სთ აჩქარებას 2,5 წმ -ში აკეთებს, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 320 კმ/სთ -ს შეადგენს.

როგორც მწარმოებელი აცხადებს, 80 ლიტრი დიზელის საწვავი ავტომობილს საშუალებას მისცემს დაფაროს 1 170 კმ მანძილი. საშუალოდ ავტომობილი 100 კმ -ზე მოიხმარს 7,5 ლიტრ საწვავს. ელექტრო ძრავებით კი 200 კმ -ის დაფარვა შეუძლია.

Techrules Ren -ის აწყობა შემდეგ წელს იტალიაში დაიწყება, მაგრამ შეკვეთების გაკეთება უკვე ახლა არის შესაძლებელი. სულ კომპანიაში 96 ასეთი ავტომობილის გამოშვებას აპირებენ – 10 ავტომობილი წელიწადში.

 

თეგები: , , , ,


Back to Top ↑